გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სემინარიის სამეცნიერო საბჭო ბარნოვის გათავისუფლებაზე: დაუშვებელია აზრის გამოხატვის შეურაცხმყოფელი ფორმა

8-02-2019

თბილისის სასულიერო სემინარია გათავისუფლებული პედაგოგის, გოჩა ბარნოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამეცნიერო საბჭოს განცხადებაში წერია, რომ ბარნოვის გათავისუფლების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მათი შეფასებით, პედაგოგი ცილს სწამებდა საქართველოს ეკლესიის სინოდს.


„საბჭოს წევრებმა მოისმინეს ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომლებშიც იგი ცილს სწამებს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, ვინაიდან „პრორუსულად“ აცხადებს მას, რაც, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია, და, ასევე, უკიდურესად შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენებს განსხვავებული აზრის მქონე ადგილობრივ ეკლესიებსა და მათ საჭეთმპყრობლებს, პირდაპირ უწოდებს რა სხვა აზრის მქონე ყველა პირს „არანორმალურ ადამიანს“. მეტიც, ბ-ნი გოჩა „საღ ჭკუაზე მყოფებად“ მხოლოდ „იმ ეკლესიის მეთაურებს“ მიიჩნევს, რომლებიც მის პოზიციას დაეთანხმებიან, ხოლო სხვა აზრის მქონე ეკლესიის მეთაურებს იგი, ცხადია, „საღ ჭკუაზე მყოფებად“ არ მოიაზრებს“ - წერია განცხადებაში.


სამეცნიერო საბჭოს წევრების შეფასებით, სრულიად დაუშვებლი და აბსოლუტურად მიუღებლია „არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენა სურს ბ-ნ გოჩას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი“ - წერია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930