გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

12-02-2019

რუსთავში, რამდენიმე დღის წინ, 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.


სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ბრალდებულს, ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031