12-02-2019
წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ხუთი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.