12-02-2019
11 თებერვალს თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
43 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ზურგის არეში, ცივი იარაღით დაჭრა, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.
შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია. 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.