12-02-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, მიწის რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რეფორმა ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ის გუნდი, რომელმაც დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი მაქციმალურად ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის პირველი აგვისტოდან დავიწყეთ და დღემდე, 600 000-ზე მეტრმა მოქალაქემ ისარგებლა ამ რეფორმით და დაიკანონა მიწა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამედროვე ტექნოლოგიბის, მათ შორის საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც მონაცემთა დაცულობას უზრუნველყოფს.
მამუკა ბახტაძის თქმით, მისი სურვილია, სხვადასხვა უწყებებმა თანამედროვე ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოიყენონ.