12-02-2019
სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, დანილო ტურკი დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ეწვევა და ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
განხილვის მთავარი თემა შრომითი მედიაციის საკითხები, პროფკავშირების გამოწვევები და მთავარი მიზნები, დიალოგი და კრიზისები იქნება.
სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი საქართველში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგისა ცენტრის (EMC), პროექტის INSPIRED+ Georgia-ს ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, 18:30 საათზე დაიწყება.