12-02-2019
ხეჩინაშვილის სასახელობის კლინის ექიმის, ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, წყნეთში ავტობუსისის ავარიისას დაშავებული ექვსი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია და მათ სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ, ერთს კი შესაძლოა, ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს.
წყნეთში დღეს დილით ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.