გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

12-02-2019

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა. ჯგუფის შექმნის შესახებ ახალი ინიციატივა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ წარუდგინა.


თემატური მოკვლევის ჯგუფი მოიკვლევს და შეისწავლის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს და გამოწვევებს საქართველოში.


ჯგუფი ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით, იმსჯელებს რეაგირების ყველა შესაძლო ეფექტიან მექანიზმზე, რომელიც საბოლოოდ, რეკომენდაციის სახით შემუშავდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.


„თემატური ჯგუფი ითანამშრომლებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ და ახორციელებენ კვლევებს რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, მათ მიერ დანახული, შეფასებული, გაანალიზებული პრობლემები, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც სფეროების მიხედვით პასუხისმგებლები არიან საკითხზე მუშაობისთვის. ერთობლივი პროცესი რომელშიც ჩართულები იქნებიან პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლებლობას მოგვცემს ჯგუფი შეჯერდეს კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანად იმუშაონ. “ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930