12-02-2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ სანქციების შესახებ , რომელიც კომპანიებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაეკისრებათ:
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა - სანქცია 500 ლარის ოდენობით;
იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა - სანქცია 1000 ლარის ოდენობით;
შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა - სანქცია 1000 ლარის ოდენობით;
საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა - სანქცია 1000 – 5000 ლარამდე;
შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა - სანქცია 1000 ლარის ოდენობით;
კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - სანქცია 5000 – 10000 ლარამდე;
სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა - სანქცია 1000 ლარის ოდენობით;
საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა - სანქცია 3000 ლარის ოდენობით;
წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა - სანქცია 3000 – 5000 ლარამდე;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა - სანქცია 1000 ლარის ოდენობით;