გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: ევროპის პალატის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარებაა

12-02-2019

ევროკავშირის პალატის მიერ საქართველოს დაწინაურება, ბიზნესის კეთებისთვის ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო, რიგით 16-ე ქვეყნად, საქართველოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი აღიარებაა - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.


„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯამურად შემოსული 18.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან 40 პროცენტი (7.4 მილიარდი დოლარი) სწორედ ევროკავშირიდანაა შემოდინებული, ამიტომ ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს დაწინაურება ევროპელ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად გაუძლიერებს საქართველოში ინვესტირების სტიმულს.


დუინგ ბიზნესის, ეკონომიკური თავისუფლების, საერთაშორისო გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და სხვა მრავალი მიმართულებით წარმატებასთან ერთად ყოველ ახალ რეიტინგში საქართველოს წინსვლა მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.


ყველაფერთან ერთად სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძრიერებს ლიდერის პოზიციებს როგორც კავკასიაში ასევე მთლიანი ევროპის მასშტაბითაც. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობების სრულად ასათვისებლად და ინვესტორების სწორედ საქართველოში გადმოსაბირებლად“ - აღნიშნა ჭარაიამ.


ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.


2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930