12-02-2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი გახდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა 10 ხმით აირჩია.
პარლამენტში პირველი მოადგილის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილს ეკავა, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.
რეგლამენტით, პირველი მოადგილის წარდგენის უფლება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.
იურიდიული კომიტეტეტის მოქმედი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია.