გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ხარაგაულში მომხდარი ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნა

12-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს.


პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები 5 მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930