12-02-2019
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალ რეიტინგში, ყველა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტია.
რეიტინგში, 7908 ქულით, ვარლამ ლიპარტელიანი ლიდერობს. 7752 ქულით, მეორე პოზიციას გურამ თუშიშვილი იკავებს.
მე-6 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი 6046 ქულით. ათეულს ასრულებენ ამირან პაპინაშვილი (5848 ქულა) და ლაშა შავდათუაშვილი (5791 ქულა).
აღსანიშნავია, რომ დანარჩენ 5 ქვეყანას ათეულში მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავს.