12-02-2019
ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიისას ერთი ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის საავდმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.