გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდა თოლორაია: შსს ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირებისგან, ისე - სისტემის შიგნით

12-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან მხრიდან, ისე სისტემის შიგნით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.


„2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“ - განაცხადა თოლორაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031