გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიძიებს

12-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებენ.


„გამომძიებლებს გავლილი აქვთ გადამზადება ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიაში.


მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვეპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“ - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031