გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს 

14-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1991 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ და ბ.ბ.-მ მიმდინარე წლის 8 თებერვალს თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე, მოქალაქის - მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


გამოკითხვისას დაკავებულებმა მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.


სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031