გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ რუსთავში საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისთვის 3 პირი დააკავა

14-02-2019

შსს-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ბ.ჩ. და რუსეთის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული რ.ა. და 1967 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. „ატმიჩკების“ საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ. სამართალდამცველებმა რ.ა. ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს.


პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 აშშ დოლარი და ე.წ. „ატმიჩკები“.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031