გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილია, ყველაზე ხშირად რას ჩუქნიან თბილისელები ერთმანეთს ვალენტინობაზე

14-02-2019

14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ვალენტინობის დღე. მიუხედავად იმისა , რომ სიყვარულის დღედ მიჩნეული ეს დღესასწაული მეტწილად არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაულია, „ეისითის“ 2017 წლის გამოკითხვის თანახმად, თბილისში ამ დღეს აღნიშნავდა ზრდასრული მოსახლეობის 25% და მათგან უმრავლესობა საჩუქარსაც იძენდა.


უცნობია, რამდენად იმატა, ან იკლო 2019 წლისთვის იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც აღნიშნავენ სიყვარული დღეს. ძველი მონაცემების თანახმად, იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ ვალენტინობას, 74% ყიდულობდა საჩუქარს. იქიდან გამომდინარე, რომ პარფიუმერიის ნაწარმს ჯამში მოიხმარს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 66%, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ სუნამო იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარი.


„ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ, 2018 წელს თბილისელების მიერ გაკეთებული არჩევანის ტოპ სამეულში მოხვდა სუნამო, სახის კრემი და ტუჩსაცხი.


კვლევის შედეგმა გამოავლინა, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე სუნამო, ან ოდეკოლონი შეიძინა თბილისელების 85%-მა, 55% სახის კრემი ან დამატენიანებელი, ხოლო 54%-მა ტუჩსაცხი.


გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018დეკემბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031