14-02-2019
დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლის მამაკაცს, დიმიტრი ვოლოშინს ბრალი წარუდგინეს.
ვოლოშინის ადვოკატის, ხათუნა ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართოში დღეს იმსჯელებენ.
"დიმიტრი ვოლოშინს დღეს წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რის მიხედვითაც მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს", - აცხადებს ჩხაიძე.