გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: რუსული გაზის ყიდვით გარკვეული პირები ათეულობით მილიონ ლარს გააკეთებენ

14-02-2019

„ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს“- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენდი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 


მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსული გაზის მოსახლეობისთვის მიყიდვა  კონკრეტული პირების ინტერესებშია: 


„რუსეთის მოქალაქე ქობულია და გახარია, ასევე ოლიგარქი ივანიშვილი ათეულ მილიონ ლარს გააკეთებენ ძვირი გაზის მოსახლეობისათვის მიყიდვით“- წერს სააკაშვილი.


საქართველოს ექს-პრეზიდენტი ვერ ხედავს აუცილებლობას გაზის რუსეთიდან მოწოდებასთან დაკავშირებით, რადგან სახელმწიფოს შეუძლია ის აზერბაიჯანიდან უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.


„გვყავს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომელსაც არასოდეს, ყველაზე კრიტიკულ დროსაც კი არ უთქვამს უარი გაზის მიწოდებაზე. აქეთა მხარეს კი არის რუსეთი, რომელმაც მილსადენები ააფეთქა და საქართველო გაზის გარეშე დატოვა ცივ ზამთარში. თან რუსულ გაზზე მინიმუმ 20% იაფია აზერბაიჯანული გაზი“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031