14-02-2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში უვადოდ გაამწესეს შემდეგ მოსამართლეები: ნატრული აკობია; ეკა არეშიძე; გია ბერაია; ლერი თედორაძე; ინდირა მაშანეიშვილი; სალიხ შაინიძე; ნატო ხუჯაძე; მერაბ ჯორბენაძე უვადო მოსამართლედ გაამწესა.
კენჭისყრაში ის მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამ წელზე დიდხნიანი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე. უვადოდ გამწესების თხოვნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სულ 48 მოსამართლემ მიმართა.