14-02-2019
როგორც Nsp-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ემუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალოვანი უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე პირი გამოვლენილია.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილი პატიმარი ფიზიკურად დაუპირისპირდა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს! თავდამსხმელი მიიმალა,ბედუკაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს(სად არ ვიცი)“ - დაწერა მან.