გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავეს

14-02-2019

შსს-ს ინფორმაციით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავეს.


უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან: ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ.


ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031