14-02-2019
ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. ექიმების ინფორმაციით, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძეს, ქაშუეთის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ პატიმართან მოუხდა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ Newspress-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ძალოვანი უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე პირი გამოვლენილია.
ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს! თავდამსხმელი მიიმალა,ბედუკაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს(სად არ ვიცი)“ - დაწერა მან.