14-02-2019
რუსთაველზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ლადო ბედუკაძის გარდა, კლინიკაში გადაყვანილია მამაკაციც, რომელმაც ბედუკაძე სცემა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი ფიზიკურად ერთმანეთს გაუსწორდნენ.
ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კონფლიქტში მონაწილე აღნიშნული მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება და მას რამდენიმე საათის შემდეგ გაწერენ. რაც შეეხება ბედუკაძეს, მან კლინიკა საკუთარი სურვილით უკვე დატოვა.
ბედუკაძეს, ქაშუეთის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ პატიმართან მოუხდა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ Newspress-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ძალოვანი უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე პირი გამოვლენილია.
ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს! თავდამსხმელი მიიმალა,ბედუკაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს(სად არ ვიცი)“ - დაწერა მან.