გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს განცხადება მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო 

14-02-2019

„მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ პოლონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას. ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს ემუქრება.


„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მყარი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ასევე, იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება და ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა. კერძოდ, ის აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930