გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში სპექტაკლის - ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ პრემიერა გაიმართა

14-02-2019

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულმა თეატრმა ,,ფიროსმანი’’, სენაკელ მაყურებელს ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას’’ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა წაროუდგინა.


მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ახლობელ სპექტაკლში ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის დამაფიქრებელი ისტორია საინტერესოდ იქნა წარმოჩენილი. საკუთარი სისუსტეებისა და შეცდომების აღიარების ვაჟკაცობას, ჭეშმარიტი სიყვარულის მოფრთხილებას, ,,მკერდში დაბუდებული’’ ,,სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგის’’ ცხოვრებაში ამოქმედების აუცილებლობას გვასწავლიან სპექტაკლის პერსონაჟები, რომლებიც დამაჯერებლად გააცოცხლეს თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა. სპექტაკლს, რომლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031