15-02-2019
ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია გუშინ მოხდა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შსს-ში უთხრეს, რომ ავტომობილი გზიდან ხრამში გადავარდა.
გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი.
მამაკაცი კი, რომელიც ავტომობილს მართავდა დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია