გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ყოველწლიურად Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს

15-02-2019

სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ, საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.


გუგლის კამპუსში, სილიკონ ველიზე, (აშშ, სან-ფრანცისკო) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind- ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind - ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს აშშ - ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძეც ესწრებოდა.


სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.


მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა და მისი მხარდამჭერი ქ. თბილისის მერია იქნება. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000 - ზე მეტი სტუმარი დაესწრება, Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონალური სტარტაპების, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლასა და ოპერირებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031