15-02-2019
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.
მშობლების ინფორმაციით, დილიდან შეინიშნებოდა სპეციფიკური სუნი. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.
ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.