გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 

15-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.


სამინისტროს განცხადებით ცვლილება ერთი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისა და გამოძიების ხარისხის ზრდაზე არსებითი ზეგავლენის გათვალისწინებით ხორციელდება.


"ჩვენ 2018 წლის დასაწყისში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი 5 ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი 5 მიმართულებით, როგორიცა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და სხვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ დანაშაულებზეც.’’ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.


ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ამჟამად სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია. მეზვრიშვილმა ასევე დაანონსა, რომ 2019 წლისთვის სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930