15-02-2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება.
ხანძრის შემთხვევები ყველაზე ხშირად ივლისის თვეში ფიქსირდება.
კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ხანძარი პარასკევს ჩნდება.
დღის განმავლობაში ხანძრის ყველაზე აქტიური პერიოდი 12-16 სთ-მდეა.
ყველაზე ხშირად ხანძარი ფიქსირდება:
თბილისში - 36%
იმერეთში - 13%
კახეთში - 12%
თბილისში, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა.