გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

15-02-2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაასრულა რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რის შედეგადაც 61 თანამშრომელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.


მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კანონმდებლობით, 60 საშტატო ერთეული განისაზღვრა და გასული წლის 31 დეკემბერს რეორგანიზაცია გამოცხადდა. მოისწრაფიშვილის განცხადებით, რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ასეთი შემცირებული რაოდენობის საშტატო ერთეულის პირობებში, ადმინისტრაცია შეძლებდა იმ ვალდებულებების განხორციელებას, რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ. 


2018 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 140-დან 60-მდე შემცირდა. დაახლოებით 4 მილიონი ლარით შემცირდა ადმინისტრაციის დაფინანსებაც, რომელიც წელს 6 მილიონია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031