15-02-2019
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანიცაა მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედათა შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით, ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა.
„მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი. ესკორტს წინ გაუძღვება 12-კაციანი ორკესტრი.
შეჯიბრი გულისხმობს არანაკლებ 1000 კვ.მეტრის ტრასის მინიმალურ დროში გავლას (ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით). მონაწილე პროფესიონალ მძღოლებს შეარჩევს მიმწოდებელი, ხოლო მონაწილე მრავალშვილიან დედებს შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი" - აღნიშნულია სატენდერო პირობებში.
იქამდე, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალს საკვალიფიკაციო ვარჯიშები უნდა ჩაუტარდეს.