გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია თემაზე: "მშვიდობა კავკასიაში, ახალგაზრდების როლი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის გაძლიერებაში" გაიმართა

15-02-2019

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით კონფერენცია თემაზე: "მშვიდობა კავკასიაში, ახალგაზრდების როლი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის გაძლიერებაში"  ჩატარდა.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით კონფერენცია თემაზე: "მშვიდობა კავკასიაში, ახალგაზრდების როლი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის გაძლიერებაში" ჩატარდა.


კონფერენციის მთავარი ორგანიზატორები  საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალი ბადიროვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმატორი ახალგაზრდების საზოგადოებრივი კავშირის" თავმჯდომარე, ფარიდ შაჰბაზლი იყვნენ.კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მაგისტრი, გიორგი გოგუა, კსუ-ის პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი და საქართველოს ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალიკა გუჩუა, აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი, აჰმად შაჰიდოვი და კავკასიოლოგი, ნოდარ თოთაძე გამოვიდნენ.


ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე კსუ-ის კურსდამთავრებული და ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ლაშა ბოდაველი, პოლიტოლოგ-ექსპერტი, ვასილ პაპავა, სტუ-ის ლექტორი, ემილია ალავერდოვა, საზოგადო მოღვაწე, ნარგიზ ალიევა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის უფროსი, გიორგი მელაშვილი, უნივერსალური აკადემიის დირექტორი, დაჩი ჩიტაია, პოლიტოლოგი და სოციოლოგი, გიორგი მეტრეველი და სხვები.


აზერბაიჯანული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიდან კონფერენციაში მონაწილეობას ასევე ზულფია ნურიევა და სამირა მუსტაფაევაც იღებდნენ.
გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო ისტორიის, პრობლემების, ისტორიული მეგობრობისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.


სიტყვით გამომსვლელებმა მზადყოფნა გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობის გასაძლიერებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისთვის.


კონფერენციის მონაწილეები მიწვეული იქნებიან ანალოგიურ კონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930