15-02-2019
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „TBC ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით, ის ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს.
„მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, რადგან არ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამაში დეტალურად უნდა გაერკვნენ ის ორგანოები, რომლებიც კომპეტენტურები არიან“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.