15-02-2019
„როგორც მე ვიცი, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მითითება გასცა, რომ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი კარგად გაანალიზონ და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ“-ამის შესახებ რუსეთში ნატოს ყოფილმა წარმომადგენელმა ჰარი ტაბახმა უკრაინულ გამოცემა «Апостроф»-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში [ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრირების მიზნით], რასაც არავინ არ ელოდა. მაგალითად, უვიზო რეჟიმის მიღება იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიზისი მეფობს. თურქეთსაც კი, ნატოს წევრს, უვიზო რეჟიმი არ აქვს, უკრაინამ კი ვიზალიბერალიზებას მიაღწია. ასევე ეკლესიასთან დაკავშირებით: ვინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წახვიდოდით? მოსკოვის საპატრიარქო ხომ გიგანტია... მაგრამ უკრაინამ ტომოსის მიღებას მიაღწია. სრულიადაც არ გამიკვირდება უკრაინის გაწევრიანება ნატოში“-განაცხადა ტაბახმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge