15-02-2019
აჭარაში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძება დაიწყო. აჭარაში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძება დაიწყო.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბავშვის დედა აღნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით ეჭვი მას გაუჩნდა. მისი თქმით, შემთხვევას საოჯახო ტიპის სასტუმროს უცხოელი მფლობელის მხრიდან ჰქონდა ადგილი, სადაც თავადაც მუშაობდა. დედის განცხადებით, მომხდარის გამო სამართალდამცავებს რამდენიმე დღის წინ მიმართა და ექსპერტიზისა და ფსიქოლოგის დასკვნას ელოდება. მომხდარში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სოციალური სამსახური.
„ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე, მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას",- განაცხადა დედამ.