15-02-2019
პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
„ისინი, ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი, არა ტელეკამერების წინ, არამედ - მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ, თემაზე ბჭობისას დამეთანხმებით ხშირად წარმოთქვავენ წინადადებას, “რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს...“.
წარსულის კრიტიკის გარეშე... და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90-იანი წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის, რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, - მათ, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი.
ვფიქრობ მერის დღევანდელი გადაწყვეტილება ობიექტურად გვაფიქრებინებს, რომ მართლაც ჯერ კიდევ არ არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ჩვენმა თაობამ გადაარჩინოს თბილისი მასში ათეულობით წლების განმავლობაში გაბატონებულ ურბანულ ქაოსს და ერთხელ და სამუდამოდ, მისი განვითარება ევროპული ტიპის ქალაქებისათვის დამახასიათებელ კალაპოტში ჩააყენოს.
განსაკუთრები აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან, ბიზნესთან და საზოგადოებრიობის ფართო წრეებთან დიალოგის გზით აღწევს და იღებს კიდეც. ესეც ახალი თბილისური სტანდარტია“ - აღნიშნავს ბექა ოდიშარია.