გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ქუვეითის პრემიერს შეხვდა

15-02-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ქუვეითის პრემიერ-მინისტრ შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.


უმრავლესობის ლიდერმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე, ბიზნესის წარმოების და საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. საუბარი შეეხო ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან თანამშრომლობის საკითხსაც.


ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031