15-02-2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
„წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, კი ერთი და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე კ-2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, შენდება სხვადასხვა სიდიდის შენობები, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს.
ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა მდინარაძემ.