გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდას დადებითად აფასებს

15-02-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა, გამოძიების მონიტორინგის კუთხით, წარმატებული იქნება.


„შსს-ს მიერ ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ.


ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა. მათი უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც. შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა, ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ, დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031