15-02-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს, მაჩალიკაშვილების სახლიდან ამოღებული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე ოჯახის მოთხოვნას პასუხობს.
სუს-ში აცხადებენ, რომ დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებები და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს.
„საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული ნივთმტკიცებების დაბრუნების საკითხი გადაწყდება აღნიშნული მოქმედებების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები იქნა წარმოდგენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არანაირი დოკუმენტი თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ წარმოუდგენიათ. ასევე, მარიამ კუბლაშვილს წერილობითი მოთხოვნაც არ წარმოუდგენია ფულის დაბრუნებაზე. დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებები და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადეს სუს-ში.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე.