გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: K2 კოეფიციენტით ვაჭრობის გაუქმება თბილისის სწორ ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს

15-02-2019

საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი თბილისში K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ, ამ გადაწყვეტილების მიღება თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ ქაოტური განაშენიანებისა და ამ მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, მიღებულ იქნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - K-2 კოეფიციენტით ვაჭრობა გაუქმდა.


აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერ და სწორ ურბანულ განვითარებას“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031