გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია: K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა თბილისის ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს

15-02-2019

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.


„კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა ორი მიზეზის გამო. პირველი - ყველასათვის გასაგები იყო ,რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო K2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება და ამის დასასრული, რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა.


მეორე მიზეზი - ჩვენ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ისეთის,რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი არ არის გათვლილი ,არამედ გათვლილია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა ყველაზე რთული და ამ მიმართულებითაც მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031