გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

16-02-2019

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ს.-ს და 1987 წელს დაბადებული ა.ვ.-ს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.


ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031