გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი გადაეცა

16-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა. ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა.


ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა, ქეთევან ბელიაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა.


13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა, ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას გადასცა.


ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი, ნატო კორსანტია, ხატმწერი, ქეთევან ბელიაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031