გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო: ბაზარზე ცხენის ხორცის რეალიზაციის არაერთი ფაქტი გამოვლინდა

16-02-2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც, უწყების ცნობით, სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნეს ოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრათ.


სააგენტოს ინფორმაციითვე, უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია.


საქმეები კი დამატებითი მოკვლევის მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეცა.


სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031