გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა

17-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.


პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.


სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031